უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა რუსული ნავთობის მოხმარების გამო ევროკავშირი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„დროა ვიფიქროთ ახალ ევროპულ „გაცვლის ვალუტაზე“. 1 ბარელი რუსული ნავთობი = დანაწევრებული უკრაინელის 1 ლიტრი სისხლი. რუსეთში მომუშავე 140 ევროპული კომპანია = ბუჩას 1 ხოცვა-ჟლეტა. დაამატეთ თქვენი ორიგინალური „სისხლზე მომუშავე ბიზნეს იდეები“, - წერს პოდოლიაკი.