სერგეი ლავროვი:

სერგეი ლავროვი: "ჩვენ შევთავაზეთ, რომ სახელმწიფო-გარანტორებს შორის აუცილებლად უნდა იყოს ბელარუსი"

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი ლავ­რო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ ბე­ლა­რუ­სი იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში უნდა იყოს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას „უკ­რა­ინ­სკა­ია პრავ­და“ „რა­დიო სპუტ­ნიკ­ზე“ დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

„ჩვენ მათ შევ­თა­ვა­ზეთ, რომ სა­ხელ­მწი­ფო-გა­რან­ტო­რებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ბე­ლა­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კა. ახლა ყვე­ლა ამ სა­კი­თხის, მათ შო­რის გა­რან­ტო­რი ქვეყ­ნე­ბის სრუ­ლი სიის შე­თან­ხმე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ იმას, რომ აღ­ნიშ­ნულ ქვეყ­ნებ­ში ბე­ლა­რუ­სი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ტკი­ცებს, თით­ქოს უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ცდი­ლობს, გა­რან­ტორ ქვეყ­ნებს შო­რის მოხ­ვდეს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­თა­ნაც უკ­რა­ი­ნას აქვს სა­ზღვა­რი. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ამ­ჟა­მად რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სი „არც ისე მარ­ტი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს“.