გაერო: უკრაინაში ომის გამო, სურსათზე მსოფლიო ფასებმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

გაერო: უკრაინაში ომის გამო, სურსათზე მსოფლიო ფასებმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

უკრაინაში ომმა მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ბაზრები შეარყია, რამაც მარტში საკვების მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) განაცხადეს.

უკრაინა და რუსეთი ძირითადი საკვები პროდუქტების მსხვილი ექსპორტიორები არიან, ხოლო ომმა მოსავლის წარმოება შეაჩერა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

მსოფლიოში ხორბლის დაახლოებით 30% უკრაინასა და რუსეთზე მოდის და კონფლიქტმა გავლენა მოახდინა მის ექსპორტზე.

რუსეთი ასევე აწარმოებს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა კალიუმი და ფოსფატი - სასუქების ძირითადი ინგრედიენტები, რომელიც მცენარეებსა და კულტურებს ზრდის.