პაატა მანჯგალაძე: რუსულ ორბიტაზე მყოფი ვაიქართველები ცდილობენ მშვიდობის სახელით მოგვყიდონ ნეიტრალიტეტი, რაც სინამდვილეში კაპიტულაციაა

პაატა მანჯგალაძე: რუსულ ორბიტაზე მყოფი ვაიქართველები ცდილობენ მშვიდობის სახელით მოგვყიდონ ნეიტრალიტეტი, რაც სინამდვილეში კაპიტულაციაა

საქართველოს თავისი ევროატლანტიკური არჩევანი გამოხატული აქვს საქართველოს კონსტიტუციით და ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, რომ საქართველო დატოვოს მოკავშირეების გარეშე.

„რუსული გავლენის, რუსულ ორბიტაზე მყოფი ვაიქართველები ცდილობენ მშვიდობის სახელით მოგვყიდონ ნეიტრალიტეტი, რაც სინამდვილეში კაპიტულაციაა. მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ იქნება შეთავაზება და როგორც ჩანს, ინაშვილი უკვე აკეთებს ამას. არ გვინდა აქცენტების გაკეთება. ახლა არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.