გერმანიაში უკრაინის ელჩი: უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა

გერმანიაში უკრაინის ელჩი: უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა

გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა გერმანიის მთავრობა უკრაინის გაუბედავ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა.

„ეს არ არის მხოლოდ რუსული გაზი, ეს არის ნავთობი, ქვანახშირი, ლითონები, ბრილიანტი და სხვა ნედლეული. უკრაინა ამ გაუკუღმართებული ურთიერთობის ყველაზე დიდი მსხვერპლი გახდა. უკრაინელებს გერმანიის ეს წარუმატებელი პოლიტიკა სიცოცხლის ფასად უჯდებათ“, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს უკრაინელმა დიპლომატმა.

ანდრიი მელნიკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უარესი აგრესიის დროს გერმანიის ასეთი დამოკიდებულება რუსეთზე სამარცხვინოა.

5 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესება გამორიცხა, რადგან გერმანიის მთავრობას არ სჯერა, რომ ენერგეტიკული ემბარგო უკრაინაში რუსეთსის სამხედრო შეტევას შეაჩერებს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამგვარი ნაბიჯი რეცესიასა და მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს.