ირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით იმაზე უფრო მყარი გარანტია დაცულობისა, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს და ამავდროულად განვითარებისა, თუ არა ევროატლანტიკურ სივრცეში, არ არსებობს

ირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით იმაზე უფრო მყარი გარანტია დაცულობისა, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს და ამავდროულად განვითარებისა, თუ არა ევროატლანტიკურ სივრცეში, არ არსებობს

ახლა მიმდინარეობს ნატოს მინისტერიალი, სადაც რა თქმა უნდა, საქართველოს თავისი ადგილი უჭირავს. გამომდინარე აქედან, ჯერჯერობით იმაზე უფრო მყარი გარანტია დაცულობისა, რაც შეიძლება საქართველოს ჰქონდეს და ამავდროულად განვითარებისა, თუ არა ევროატლანტიკურ სივრცეში, არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„სხვა განცხადებები ვერ აღიქმება სახელმწიფო პოლიტიკურ განცხადებებად - ეს შეიძლება იყოს გარკვეული პიროვნებების მიერ გაკეთებული განცხადებები, ზოგ შემთხვევაში პროვიკაციული ხასიათის მატარებელი, როგორც ეს კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში იყო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.