პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა.
„პატრიოტთა ალიანსს“ ერთი სურვილი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - მეორე. ერთის სურვილია, რამენაირად თქვას, რომ ყველაზე პრორუსი და ყველაზე პუტინისტია საქართველოში, რათა კონკურენტებმა ამით ხმები არ წაართვან - ამ შემთხვევაში, პატრიოტთა ალიანსს ვგულისხმობ; ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, მოწინააღმდეგეს გამოუცხადოს ბრძოლა და მას დააბრალოს ან ტალახი ესროლოს, რომ ის რუსეთის აგენტია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.