ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატებთან სასტუმრო"ჰოლიდეი ინში" გაიმართა. საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო წარიმართა. საქართველოში აკრედიტებული ელჩები 17 მაისს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხით დაინტერესდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ელჩებმა ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტისადმი მწირი ინტერესი გამოავლინეს. შეხვედრაზე კითხვები დაისვა დღეისთვის დაგეგმილი აქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებაც.
"დავარწმუნე ელჩები, რომ დაპირისპირების განმეორების ალბათობა ძალიან დაბალია, რადგან ქართულ საზოგადოებას უმცირესობების მიმართ ტოლერანტობა არ ესწავლება. არ შეიძლება განმეორდეს ის, რაც 17 მაისს მოხდა. სამომავლოდ ხელისფლება უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ეს იყო გაკვეთილი... საპატრიარქომ სწორი პოზიცია დაიკავა და თავადაც აპირებს დასაჯოს ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდა, რადგან ეს ქრისტიანული საქციელი არ არის. რაც მოხდა 17 მაისს, თანხვედრაში არ არის ჩვენს გენთან და კულტურასთან", -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.