პესკოვი: რუსეთს უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს და ეს ტრაგედიაა

პესკოვი: რუსეთს უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს და ეს ტრაგედიაა

ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ რუსეთს უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს და ეს „ტრაგედიაა".

„ჩვენ ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგი გვაქვს და ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინა „ანტირუსული" გახდა და „ყველაფერი, რაც უკრაინაში მოხდა, რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული".