საქართველომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა

საქართველომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობა შეაჩერა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი 93-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა, 24 - წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 56-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა.

რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საფუძვლად სახელდება, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, „ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევის შესახებ ცნობები“.