პუტინი უნდა დაჯდეს ჰააგის ტრიბუნალის განსასჯელის სკამზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს, ფრაქცია „ლელოს“ მიერ უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესახებ მომზადებულ რეზოლუციაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ამ ინიციატივას მათი ფრაქცია მხარს დაუჭერს.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ წინადადებას, ვინაიდან საკითხი სწორადაა ფორმულირებული. დღეს რუსეთის ხელისუფლება ეს არის სამხედრო დამნაშავეთა ხროვა, თუმცა ხელისუფლება არის პირობითი. არიან პუტინის მონები. როგორც ერთი ადამიანი მართავს საქართველოს, ასევე ერთი ადამიანი მართავს რუსეთს, ამიტომ პუტინი უნდა დაჯდეს ჰააგის ტრიბუნალის განსასჯელის სკამზე“, - განაცხადა გოცირიძემ.
ფრაქცია „ლელომ“ უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუცია მოამზადა.