ფრაქცია „ლელომ“ უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუცია მოამზადა. დოკუმენტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყონებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით.
საქართველოს ხელისუფლებას კი პარტია „ლელო“ მოუწოდებს აქტიური ფორმატები შექმნას უკრაინასთან. მმართველ გუნდში აცხადებენ რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტიების საგარეო ინიციატივებს მხარს არ დაუჭერენ.