ილია დარჩიაშვილი: ნატოს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

ილია დარჩიაშვილი: ნატოს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

ნატოს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

„ნატოს მინისტერიალზე შესაძლებლობა მომეცა, მოკლედ გავსაუბრებოდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას. შევთანხმდით მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - დაწერა ილია დარჩიაშვილმა Twitter-ზე.