ოპოზიციონერი დეპუტატი, „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია რუსეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის პრორუსი ამომრჩევლების ხმების მობილიზების მცდელობა.
„პატრიოტთა ალიანსს“ ამ ბაზარზე ბევრი კონკურენტი ჰყავს. შესაბამისად, ისინი მიხვდნენ, რომ მარტივად ხმებს ვერ მოაგროვებენ, ამიტომ თავიანთ ამომრჩეველს ეუბნებიან - ჩვენ ვართ ყველაზე პრორუსული პარტია, სხვა არავისში შეგეშალოთ, ნამდვილად ჩვენ წარმოვადგენთ რუსეთს და პუტინს საქართველოში“, - აცხადებს ხვიჩია.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.