არავითარი მტკიცებულება, დასაბუთება იმისა, რომ რაღაც „შავ ხვრელებს“ აქვს ადგილი, როგორც ჩანს, უკრაინულ მხარეს ამის მტკიცებულება არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მან უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„არავითარი მტკიცებულება, დასაბუთება იმისა, რომ რაღაც „შავ ხვრელებს“ აქვს ადგილი და რაღაც ტენდენციები ვითარდება, როგორც ჩანს, უკრაინულ მხარეს ამის მტკიცებულება არ აქვს.
აღნიშნული მეორე მიზანს შეიძლება ისახავდე, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ვიღაც აქ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს უწყობს, რომ ამ თემის ესკალაციის მიმართულებით რაიმე იცინიატივა წამოაყენოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.
სუსმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.