ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსებმა დაწვეს ბევრი ადამიანი ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში, მათ დაწვეს ოჯახები - ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსებმა დაწვეს ბევრი ადამიანი ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში, მათ დაწვეს ოჯახები - ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან

რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქში დასახლებულ პუნქტებში მთლიან ოჯახებს წვავდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქულ ტელეარხ Habertürk-თან ისაუბრა.

„მათ დაწვეს ბევრი ადამიანი ამ რაიონებში - ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში. მათ დაწვეს მთლიანი ოჯახები. გუშინ ჩვენ ახალი ოჯახი ვიპოვეთ: მამა, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ამიტომ ვამბობ, რომ ისინი ნაცისტები არიან. ეს ასეა. ისინი წვავენ ცხედრებს, რადგან ეშინიათ“ , - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 3 აპრილის მდგომარეობით კიევის ოლქის გათავისუფლებული ტერიტორიებიდან გატანილია მშვიდობიანი მოსახლეობის 410 ცხედარი, რომლებიც დამპყრობლებმა მოკლეს.