"ვამკაცრებთ ფინანსურ შოკს..." - აშშ ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებსა და სერგეი ლავროვის ცოლ-შვილს ახალ სანქციებს უწესებს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი რუ­სე­თის ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე, ასე­ვე რუ­სუ­ლი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ზრდას­რულ ქა­ლიშ­ვი­ლებ­სა და სერ­გეი ლავ­რო­ვის ცოლ-შვილს ახალ სან­ქცი­ებს უწე­სებს.

"დღეს ჩვენ მკვეთ­რად ვამ­კაც­რებთ ფი­ნან­სურ შოკს, რო­დე­საც შე­მოგ­ვაქვს სრუ­ლი­ად მაბ­ლო­კი­რე­ბე­ლი სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის უმ­სხვი­ლე­სი სა­ფი­ნან­სო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, „სბერ­ბან­კის“ და რუ­სე­თის უმ­სხვი­ლე­სი კერ­ძო ბან­კის - „ალფა ბან­კის“ წი­ნა­აღ­მდეგ“ , - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ბრი­ფინგზე.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის­თვის აშშ-მა სრუ­ლად დაბ­ლო­კა რუ­სე­თის სა­ბან­კო სექ­ტო­რის ორი მე­სა­მე­დი.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ასე­ვე შე­მო­აქვს სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის ელი­ტი­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ, მათ შო­რის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ზრდას­რუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის - მა­რია პუ­ტი­ნა­სა და კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვას, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის მე­უღ­ლე­სა და ქა­ლა­ლიშ­ვი­ლის, ასე­ვე რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბის, მათ შო­რის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის და პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის დი­მიტ­რი მედ­ვე­ვი­სა და მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნის მი­მართ.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-მა უკვე შე­მო­ი­ღო სან­ქცი­ე­ბი 140-ზე მეტ ოლი­გარ­ქთან და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­თან და­კა­ში­რე­ბით, ასე­ვე 400-ზე მეტ სამ­თავ­რო­ბო ჩი­ნო­სა­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

აშშ ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნებს სრუ­ლი­ად სან­ქცი­ებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მსხვილ რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მო­ებთნ და­კა­ში­რე­ბით, რის შე­სა­ხე­ბაც ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ხუთ­შა­ბათს გა­მო­ა­ცხა­დებს.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ამე­რი­კის მიერ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ტა­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის დამ­ღუპ­ვე­ლი გავ­ლე­ნის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

"პროგ­ნო­ზე­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თის მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტი წელს ორ­ნიშ­ნა რი­ცხვამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. მხო­ლოდ ამ წელს, ეკო­ნო­მი­კუ­რი შოკი მსოფ­ლიო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის პროგ­ნო­ზით, ბოლო 15 წლის ეკო­ნო­მი­კურ მიღ­წე­ვას გა­ა­ნად­გუ­რებს“ , - გა­ნა­ცხა­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

კი­თხვა­ზე, რო­მე­ლიც სან­ქცი­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და ომის შე­ჩე­რე­ბას­თან და­აკვში­რე­ბით, მან გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტინს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­უ­წევს თა­ვის ხალ­ხს ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ოს.