გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, დაუყონებლივ შეწყვიტოს უკრაინაში დამანგრეველი ომი.
ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„გაიყვანეთ თქვენი ჯარები უკრაინიდან, ხოლო მანამდე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნა მან ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.