პოეტი დათო მაღრაძე ეხმაურება ფიზიკოს გია დვალის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოს მთავრობა პირდაპირ რუსეთიდან მართულია, და აცხადებს, რომ ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება.
„ბატონმა დვალმა, რაც მისმა დიდი აფეთქების თეორიამ წარმატება ვერ პოვა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თბილისის ქუჩებში პატარა აფეთქებით შემოიფარგლოს. ასე ხდება, როცა ამბიცია შესაძლებლობას აღემატება“,-აცხადებს მაღრაძე.
ცნობისთვის, ფიზიკოსმა გია დვალმა „მთავარი არხის“ ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან იმართება.
მისი თქმით, დღევანდელი მთავრობა „სინდისგარეცხილია“ და პროპაგანდით ცდილობს შიშის ჩანერგვას.