მაკრონი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტს არ გეგმავს, რადგან ასეთი ვიზიტი შედეგის მომტანი არ იქნება

მაკრონი აცხადებს, რომ კიევში ვიზიტს არ გეგმავს, რადგან ასეთი ვიზიტი შედეგის მომტანი არ იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტს არ გეგმავს, რადგან მისი აზრით, ასეთი ვიზიტი შედეგის მომტანი არ იქნება.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის მოსაზრებებს არ იზიარებს, თუმცა უთანხმოებების მიუხედავად, მასთან დიალოგს ყოველთვის აწარმოებდა.

„მე ამას ომის დაწყებიდან ვაკეთებდი. ყოველ ჯერზე პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, რადგან ის ამგვარი დიალოგის შენარჩუნებას სასარგებლოდ მიიჩნევდა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს კიევში ჩასვლას. მისი აზრით, ვიზიტი შედეგის მომტანი არ იქნება.

„თუ რაიმეს გავაკეთებ და ამას ექნება ეფექტი, გავაკეთებ“, - დასძინა მაკრონმა.