Reuters: ლუგანსკის ხელისუფლება მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვოს რეგიონი, ვიდრე ეს შესაძლებელია

Reuters: ლუგანსკის ხელისუფლება მოუწოდებს მშვიდობიან მოსახლეობას, დატოვოს რეგიონი, ვიდრე ეს შესაძლებელია

აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ლუგანსკის ოლქის ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებს ოლქის დატოვებას იქამდე, „ვიდრე ეს უსაფრთხოა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი გადაჯგუფებისთვის და დონბასის მიმართულებით ახალი შეტევისთვის ემზადება.

„ყველას გამოვიყვანთ, თუ რუსები მოგვცემენ საშუალებას, მოსახლეობა ევაკუაციისთვის დათქმულ შეკრების ადგილებზე შეიკრიბოს. როგორც ხედავთ, ისინი ყოველთვის არ ასრულებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებს. მივმართავ ლუგანსკის რეგიონის ყველა მცხოვრებს - ევაკუაცია მოახდინოს, ვიდრე ეს უსაფრთხოა... სანამ არის ავტობუსები და მატარებლები - ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით“, - წერს ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი Telegram-ზე.