ჩინეთი აშშ-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ჩინეთი აშშ-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ჩინეთი აშშ-ს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

„აშშ ამ ქაოსით მდიდრდება. სანქციები ვერ აღადგენს მშვიდობას და ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. თუ აშშ-ს უკრაინაში შექმნილი კრიზისის მოგვარება სურს, მათ უნდა შეწყვიტონ ცეცხლზე ნავთის დასხმა და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება“, - განაცხადა ჩჟაო ლიცზიანმა.

აშშ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან და ევროკავშირთან კოორდინაციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს დღეს წარადგენს.