შარლ მიშელი:: ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შევინარჩუნოთ მაქსიმალური წნეხი კრემლზე - ვფიქრობ, რუსულ ნავთობსა და გაზზე ზომების მიღება ადრე თუ გვიან საჭირო იქნება

შარლ მიშელი:: ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შევინარჩუნოთ მაქსიმალური წნეხი კრემლზე - ვფიქრობ, რუსულ ნავთობსა და გაზზე ზომების მიღება ადრე თუ გვიან საჭირო იქნება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი ამკაცრებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეინარჩუნოს მაქსიმალური ზეწოლა კრემლზე.

მისივე თქმით, სანქციები ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას.

„ჩვენ ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შევინარჩუნოთ მაქსიმალური წნეხი კრემლზე. სანქციები ახალი პაკეტი მოიცავს ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას. მე ვფიქრობ, რომ ზომების მიღება რუსულ ნავთობსა და გაზზე ადრე თუ გვიან საჭირო იქნება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.