გია აბაშიძე:  ჩვენგან რომ რუსეთს ფარულად მიეწოდებოდეს სანქცირებული პროდუქცია ანდა შეიარაღება, ამ განცხადებას ვერაფრით გააკეთებდა პენტაგონის შეფი

გია აბაშიძე: ჩვენგან რომ რუსეთს ფარულად მიეწოდებოდეს სანქცირებული პროდუქცია ანდა შეიარაღება, ამ განცხადებას ვერაფრით გააკეთებდა პენტაგონის შეფი

პასუხი უკრაინის ხელისუფლების ცილისმწამებლებსა და სააკაშვილის მეხუთე კოლონას - აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„პასუხი უკრაინის ხელისუფლების ცილისმწამებლებსა და სააკაშვილის მეხუთე კოლონას - აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.

ჩვენგან რომ რუსეთს ფარულად მიეწოდებოდეს სანქცირებული პროდუქცია ანდა შეიარაღება, ამ განცხადებას ვერაფრით გააკეთებდა პენტაგონის შეფი.  

სად ამერიკის დაზვერვა და სად უკრაინის პოლიტიზირებული სპეცსამსახურები! „ - წერს აბაშიძე facebook - ზე.