გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა რუსეთის ჯარების მიერ, ბუჩაში სამხედრო დანაშაულებების შესახებ ბრალდებები უარყო

გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წარმომადგენელმა რუსეთის ჯარების მიერ, ბუჩაში სამხედრო დანაშაულებების შესახებ ბრალდებები უარყო

გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის ჯარების მიერ, ბუჩაში სამხედრო დანაშაულებების შესახებ ბრალდებები უარყო.

იგი ამტკიცებს, რომ არსებობს ,,აშკარა უხეში შეუსაბამობა მოვლენებში, რომელიც უკრაინული და დასავლური მედიითაა ნაჩვენები".

მისი თქმით, უკრაინის ქალაქში, ჟურნალისტების მიერ ნაპოვნი ცხედრები, რუსული ძალების გაყვანისთანავე არ იყო. ნებენზიამ დასძინა, რომ ეს რამდენიმე ვიდეომ დაადასტურა.

,,ცხედრები არანაირად ჰგავს იმას, რომ ისინი, შესაძლოა ქუჩაში 3-4 დღე იწვნენ", - განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.