ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ფარგლები რუსული ქვანაშირის იმპორტის, მანქანათმშენებლობის პროდუქციების ექსპორტის აკრძალვის, ასევე რუსული ტვირთის გადამზიდავებისთვის სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვისა და ევროკავშირის ქვეყნებში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემების შესვლის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ცნობით, განიხილება ახალი შემზღუდავი ზომები რუსი ბიზნესმენებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, სანქციები ევროკავშირში შემავალმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს.