უკრაინის საელჩოს წარმომდგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. სავარაუდოდ, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ხვდება.
უწყებაში მისულ ანდრეი კასიანოვს კომენტარი არ გაუკეთებია და ჟურნალისტების კითხვებსაც არ უპასუხა. მედიის წარმომადგენლებმა მას კითხვები უკრაინის დაზვერვის ბრალდების შესხებ დაუსვეს.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით.