ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს: ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, სისხლიანია - ეს არის სისხლიანი ფული და ეს სისხლი, უკრაინული სისხლია

ვიტალი კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს: ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, სისხლიანია - ეს არის სისხლიანი ფული და ეს სისხლი, უკრაინული სისხლია

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ჟენევაში, მერების კონფერენციაზე ვირტუალურად ჩართვისას, ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვა, შეწყვიტონ ყველანაირი კომერციული კავშირი მოსკოვთან და განაცხადა, რომ რუსეთთან გადახდები სისხლით არის გაჟღენთილი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან გაგზავნით, სისხლიანია. ეს არის სისხლიანი ფული და ეს სისხლი, უკრაინული სისხლია, უკრაინელი ხალხის სისხლი", - განაცხადა კლიჩკომ.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციაზე კიევის მერმა ბუჩაში არსებული „უკრაინელების გენოციდი" აღწერა.