გიორგი ვაშაძე:  ბრიტანეთის, ევროკავშირის და ამერიკის სპეცსამსახურებთან ერთად უნდა განხორციელდეს ყველა ტვირთის მონიტორინგი, რომელიც ლარსის გავლით შეედინება რუსეთში

გიორგი ვაშაძე: ბრიტანეთის, ევროკავშირის და ამერიკის სპეცსამსახურებთან ერთად უნდა განხორციელდეს ყველა ტვირთის მონიტორინგი, რომელიც ლარსის გავლით შეედინება რუსეთში

ვითხოვ მტკიცებულებებს, ასევე აქტიურ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან - ბრიტანეთის, ევროკავშირის და ამერიკის სპეცსამსახურებთან ერთად უნდა განხორციელდეს ყველა ტვირთის მონიტორინგი, რომელიც ლარსის გავლით შეედინება რუსეთში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, თუ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა უკრაინულმა მხარემ მისი უარყოფა უნდა გააკეთოს, ხოლო იმისთვის, რომ საკითხი დაიხუროს, ქართულმა სპეცსამსახურებმა პარტნიორების სპეცსამსახურებთან უნდა ითანამშრომლოს.

"ეს არის უმძიმესი ბრალდება, ამას სჭირდება მტიცებულებები. მე როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს, არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოდან სამხედრო კონტრაბანდა მიედინება რუსეთის მიმართულებით, ამიტომ ვითხოვ მტკიცებულებებს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქტიურ ქმედებებს, დაუყოვნებლივ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად სრულფასოვანი შესწავლა მოხდეს ტვირთების, რომელიც გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით. თუ ეს არის ტყუილი, ეს არის მძიმე ბრალდება და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რომ დეტალურად მოხდეს ამის შესწავლა. თუ ეს ტყუილია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, თუ საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. ამ ომის პირობებში, უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ნამდვილად მუშაობენ, ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპის სპეცსამსახურებთან ერთად, სანქციების გვერდის ავლას მთელი მსოფლიო ამონიტორინგებს დღეს, ამიტომ დამალული ეს საკითხი ვერ დარჩება",- განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ამ საკითხზე ნედ პრაისის განცხადებას და აღნიშნა, რომ მინიშნება ნედ პრაისის არცერთი მიმართულებით არ გაუკეთებია, კერძოდ, ამერიკის თეთრი სახლის პრესსპიკერს არ გაუკეთებია უარყოფა უკრაინული განცხადების, რაც არის უზარმაზარი პრობლემა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

აღნიშნულს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპრატამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი, შესაბამის თემაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს მჭიდრო კონტაქტი აქვთ თავიანთ კოლეგებთან საქართველოში. სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია ცნობილია და ქვეყნები, რომლებიც შეეცდებიან გვერდი აუარონ სანქციებს ან მხარი დაუჭირონ კრემლის საომარ ძალისხმევას ფინანსურად ან იარაღის მიწოდებით, შედეგების წინაშე დადგებიან.

amo თქვენც რომ ჩაერთოთ და აკონტროლოთ კარგი იქნება, ნუ დაიზარებთ.
3 წლის უკან