არჩილ ჩხარტიშვილი: რა სანქცია დაუწესა უკრაინამ რუსეთს 2008 წელს?? ვინმეს გახსოვთ მთელი უკრაინა აგვისტოს ომის დროს საქართველოს დროშებით მოფენილი???

არჩილ ჩხარტიშვილი: რა სანქცია დაუწესა უკრაინამ რუსეთს 2008 წელს?? ვინმეს გახსოვთ მთელი უკრაინა აგვისტოს ომის დროს საქართველოს დროშებით მოფენილი???

ფეისბუქმომხმარებელი არჩილ ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"უკრაინის ხელისუფლება ღია დაპირისპირებაზე გადავიდა ჩვენთან და თავს იმის უფლებასაც კი აძლევს, რომ ღიად მოუწოდოს ადამიანებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისკენ. ომში მყოფ ქვეყანას დიპლომატიურობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ თავხედობასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი. ვერ ეგუებიან, რომ საქართველოში მშვიდობაა. მეგობრები ასე არ იქცევიან! მეგობრები არ აძლევენ მწამებლებს თავშესაფარს და მოქალაქეობას, არ ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე და მწამებელ "ქილერას" არ აძლევენ პოლიტიკური დევნილის სტატუსს!!! მეგობარი ქვეყნიდან არ იწვევენ ელჩს და არამეგობარ ბელარუსში არ ტოვებენ ელჩს ადგილზე!!! 

ჯერ უკრაინის ე.წ. დაზვერვამ გამოაცხო მამალი ტყუილი - საქართველო რუსეთისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნისო, ახლა კი ე.წ. ვიცე პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გამოხტა და ერთი სული აქვს, როდის მოხდება არეულობა საქართველოში. ვინაა ეს თავხედი ქალი, რომელიც ამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს?? გავიგოთ ბოლოს და ბოლოს, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება არის საქართველოს მტერი და ძალიან უნდა, საქართველოც ჩაებას ომში, დაიხოცონ ქართველი ბავშვებიც! 

რა სანქცია დაუწესა უკრაინამ რუსეთს 2008 წელს?? ვინმეს გახსოვთ მთელი უკრაინა აგვისტოს ომის დროს საქართველოს დროშებით მოფენილი??? რა გადაგვაყოლეს ამ იუშჩენკოს ჩამოსვლას 12 აგვისტოს, როცა ომი უკვე დამთავრებული იყო??? დამთავრდეს ეს "ომია და ხმას არ ვიღებთ" ჩურჩული! ღმერთმა დაიფაროს უკრაინელი ხალხი, ყველაფერს ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ გადაისხა თავზე უკრაინის ხელისუფლებამ და ბოლოს და ბოლოს პასუხია საჭირო"!

არაგველი641 ყოჩაღ! ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა!
3 წლის უკან