უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, კიევის ოლქში გათავისუფლებულ ქალაქებში 410 მშვიდობიანი პირის ცხედარია აღმოჩენილი

უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, კიევის ოლქში გათავისუფლებულ ქალაქებში 410 მშვიდობიანი პირის ცხედარია აღმოჩენილი

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, კიევის ოლქში, რუს სამხედროების კონტროლის გათავისუფლებულ ქალაქებში 410 მშვიდობიანი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც ირინა ვენედიქტოვა Faebook-ზე წერს, 1-3 აპრილს ექსპერტებმა უკვე 140 გარდაცვლილის ცხედარი შეამოწმეს.

რუსეთის ჯარმა კიევის ოლქში ომის დასაწყისში დაკავებულ ქალაქები მარტის ბოლოს დატოვეს. ჟურნალისტები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ათობით მოკლულ ადამიანზე, რომელთა ცხედრებიც კიევის მახლობლად, რუსეთის ჯარისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს.