პოლონეთის პრემიერი: გერმანია მთავარ დაბრკოლებად რჩება რუსეთზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის

პოლონეთის პრემიერი: გერმანია მთავარ დაბრკოლებად რჩება რუსეთზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის

გერმანია მთავარ დაბრკოლებად რჩება რუსეთზე უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისთვის, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ და დასძინა, რომ უნგრეთი სანქციებს არ ბლოკავს.

პოლონეთის პრემიერის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კვირას გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა.

ვიქტორ ორბანი უკრაინაში რუსეთის აგრესიის მიმართ არასაკმარისად მკაცრი პოზიციის გამო კრიტიკის სამიზნე გახდა.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ მივუდგებით უნგრეთს, ეს არის მეოთხე ასეთი გამარჯვება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ არჩევნებს. გერმანიაა მთავარი დაბრკოლება სანქციების დაწესების კუთხით. უნგრეთი მხარს უჭერს სანქციებს“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ.