გიორგი ვაშაძე: მოლდოვამაც დააფიქსირა, რომ სანქციებს არ უერთდება, მაგრამ საქართველომ, ამ პოზიციებს დაფიქსირების გარდა, ემოციურად არასწორი პოზიციები აჩვენა

გიორგი ვაშაძე: მოლდოვამაც დააფიქსირა, რომ სანქციებს არ უერთდება, მაგრამ საქართველომ, ამ პოზიციებს დაფიქსირების გარდა, ემოციურად არასწორი პოზიციები აჩვენა

გიორგი ვაშაძე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ​საქარველოდან ელჩის გაწვევას გამოეხმაურა. ამ თემაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას საკმარისი ემოციური მხარდაჭერა არ გამოუცხადა.

„მოლდოვამაც დააფიქსირა, რომ სანქციებს არ უერთდება, მაგრამ საქართველომ, ამ პოზიციებს დაფიქსირების გარდა, ემოციურად არასწორი პოზიციები აჩვენა. აი ეს არის. ეს ყველაფერი ხომ მარტო სიტყვები არ არის, ეს არის ემოცია. უკრაინისთვის საქართველო არის უახლოესი მეგობარი და ძმაკაცი და ყველაზე მეტი მხარდაჭერის, თანადგომის, მათ შორის ემოციური, ადამიანური მოლოდინი იყო სწორედ საქართველოს ხელისუფლებისგან“, - განაცხადა ვაშაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ლაზი მიზეზ, მიზეზ - დოს მარილი აკლიაო.
3 წლის უკან
თომა შენი ფანტაზიორი....... ფანტაზიები მ......
3 წლის უკან