უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში რუსული ჯარებისგან გათავისუფლების შემდეგ ქალაქ ბუჩაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ეს "რუსი ჯარისკაცების დედებმა უნდა ნახონ".
ზელენსკი ამბობს, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტი შანსი იყო, რომ რუსეთი არ მისულიყო უკრაინაში.
"ბუქარესტი, ნატოს სამიტის დეკლარაცია. 3 აპრილს, 14 წლის წინ. პრევენციის შანსი იყო, რუსეთი რომ არ მოსულიყო. ბუჩა, კიევის რეგიონი. ახლა. რუსეთი მოვიდა. ეს რუსი ჯარისკაცების დედებმა უნდა ნახონ. ნახეთ რა ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მძარცველები, ჯალათები", - წერს ზელენსკი და შესაბამის ფოტომასალას ურთავს.