რობერტა მეტსოლა: შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკის გამო ბუჩაში და სხვა გათავისუფლებულ რაიონებში. ეს არის პუტინის საომარი დანაშაულების ცივი რეალობა

რობერტა მეტსოლა: შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკის გამო ბუჩაში და სხვა გათავისუფლებულ რაიონებში. ეს არის პუტინის საომარი დანაშაულების ცივი რეალობა

შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკის გამო ბუჩაში და სხვა გათავისუფლებულ რაიონებში. ეს არის პუტინის საომარი დანაშაულების ცივი რეალობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეტსოლა Twitter-ზე წერს. ის რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

„მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ“, - წერს მეტსოლა.