Human Rights Watch-ი რუსეთს უკრაინაში საომარი დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს რუსეთი უკრაინა ომი

Human Rights Watch-ი რუსეთს უკრაინაში საომარი დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს რუსეთი უკრაინა ომი

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი დანაშაულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორგანიზაციის თანამშრომლებმა რუსი სამხედროების მიერ ჩერნიგოვის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ საომარი დროის კანონების დარღვევის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირეს. მათ შორის: მრავალჯერადი გაუპატიურების შემთხვევა, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის ორი შემთხვევა (ერთის დროს 6, მეორეს დროს კი 1 ადამიანი მოკლეს) და ასევე 27 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ უკანონო ძალადობისა და მუქარის სხვა შემთხვევები.

ასევე დაფიქსირებულია რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო პირების ქონების ქურდობის ფაქტებიც, მათ შორის კვების პროდუქტების, ტანსაცმლისა და შეშის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში HRW-ს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.