ევროკავშირი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
„ევროკავშირი და ჩინეთი, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებასა და მსოფლიო ეკონომიკას“, - აღნიშნა შარლ მიშელმა ევროკავშირი-ჩინეთის ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთისთვის დახმარების გაწევის ნებისმიერი მცდელობა გაახანგრძლივებს ომს. ეს გამოიწვევს უფრო მეტ სიკვდილსა და უფრო დიდ ეკონომიკურ გავლენას“, - აღნიშნა მან.
„ჩვენ ასევე ფხიზლად მოვეკიდებით რუსეთისთვის ფინანსური ან სამხედრო დახმარების გაწევის მცდელობებს. თუმცა, ევროპელები და საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება ჩინეთის პოზიტიურ ნაბიჯებს ომის დასრულების თვალსაზრისით“, - დასძინა შარლ მიშელმა.