ჩვენ ამას არ ვიმსახურებდით, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას.
„მე მაინც მგონია რომ ჩვენ, საქართველო, ამას არ ვიმსახურებდით თუნდაც იმის გამო, რომ ბევრი ქართველი მეომარი იბრძვის და წარსულში გვიომია რუსეთთან. ასევე ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო არ ვიმსახურებდით.“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.