რუსეთისთვის დახმარების გაწევა ზიანს მაყენებს ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს შეუქმნის მის ურთიერთობებს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან, ევროპასა და შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ ევროკავშირში განაცხადეს.
ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და შარლ მიშელმა, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან ჟოზეფ ბორელთან ერთად ვირტუალურ მოლაპარაკებებს მართავენ ჩინეთის პრემიერთან, ლი კეციანთან.
„ჩვენ ამ ომს ვახანგრძლივებთ თუ ერთად ვმუშაობთ ამ ომის დასასრულებლად? ეს არის სამიტის მთავარი კითხვა“, - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა.