ლევან იოსელიანი: საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა - ბრიუსელში განწყობა ბევრად განსხვავებულია, ყველა ხვდება, რომ გარემოება შეიცვალა

ლევან იოსელიანი: საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა - ბრიუსელში განწყობა ბევრად განსხვავებულია, ყველა ხვდება, რომ გარემოება შეიცვალა

„მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, რომელიც ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაშია, საქართველოსთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარაა გახსნილი.

„ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული - ჩვენს ინსტიტუციურ რეფორმებზე, ჩვენი საშინაო დავალებების შესრულებასა და იმ მოთხოვნებზე, რომელთაც, ამ შემთხვევაში, ევროკავშირი გვიყენებს. ბრიუსელში განწყობა ბევრად განსხვავებულია - ყველა ხვდება, რომ გარემოება შეიცვალა და, უკრაინის ამბებიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომების გამოჩენაა საჭირო საქართველოს მიმართაც“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან.