ვიცი, რა გააკეთა ხელისუფლებამ და ეს ნათქვამიც მაქვს, არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რატომ არის უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე ვიცი, რა გააკეთა ხელისუფლებამ და ეს ნათქვამი მაქვს. ამ ნაბიჯებს მივესალმე და ვთქვი, ეს პოზიტიური ნაბიჯები იყო. რას არ აკეთებს ხელისუფლება, ამაზე კონკრეტულად ან ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს, ან უკრაინის ადმინისტრაციამ, რადგან არც მე და არც თქვენ არ გვაქვს იმ ხარისხის, რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც გამაგებინებს, რატომ არის ჩვენი მოკავშირე უკრაინა ასე უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლებით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.