„ექსპერტთა კლუბში“ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უმჯობესია დასკვნები სასამართლომ გააკეთოს.
"კითხვები არსებობდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელების, მათ შორის ვანო მერაბიშვილის მიმართაც. თუმცა, ვიდრე სასამართლოს დასკვნა არ იქნება, წინასწარ არაფერი უნდა ვამტკიცოთ", - განაცხადა პრემიერმა.