გიორგი გამსახურდიამ გამსახურდიების საკუთრებაში არსებული კოლხური კოშკი სახელმწიფოს გადასცა. შესაბამისად, გიორგი გამსახურდია ისევ მედიის ყურადაღების ცენტრში აღმოჩნდა.
მედიასაშუალებებმა გამსხურდიას შვილის, ხედა გამსახურდიას და დედის ფოტო გაავრცელეს. თავად გამსახურდია ცალკე ცხოვრობს, ის ქორწინებაში არ იმყოფება, თუმცა პირადი სახის ინფორმაციას, მათ შორის ოჯახის წევრების შესახებ ამბის გასაჯაროვებისგან და მათზე საუბრისგან თავს იკავეს, მით უფრო ახლა, როდესაც მსოფლიო რუსეთმა ასეთი გამოწვევის წინაშე დააყენა.