BBC - მოსკოვში მილიონობით დოლარის ღირებულების შვეიცარიული  Audemars Piguet-ის საათების კონფისკაცია მოახდინეს

BBC - მოსკოვში მილიონობით დოლარის ღირებულების შვეიცარიული  Audemars Piguet-ის საათების კონფისკაცია მოახდინეს

რუსმა ოფიციალურმა პირებმა მოსკოვში მილიონობით დოლარის ღირებულების ძვირადღირებული შვეიცარიული Audemars Piguet საათების კონფისკაცია მოახდინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შვეიცარიული გაზეთის NZZ am Sonntag-ის ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის „ეფესბეს“ აგენტებმა მაღაზიიდან შვეიცარიული საათები, საბაჟო წესების სავარაუდო დარღვევის, გამო ამოიღეს.

როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შვეიცარიამ უარი თქვა ნეიტრალურ პოზიციაზე და უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძვირადღირებულმა შვეიცარიულმა ბრენდმა განაცხადა, რომ მან რუსეთში ფუნქციონირება შეწყვიტა. მის ვებსაიტზე კი აღნიშნულია, რომ მოსკოვში მდებარე ორივე „ბუტიკი“ დროებით დახურულია.

შვეიცარიამ შარშან რუსეთში 280 მილიონი დოლარის ღირებულების საათების ექსპორტი მოახდინა. მედიის ცნობით, Audemars Piguet-ის ერთი ცალი საათის ფასი შესაძლოა 921 000 დოლარზე მეტი იყოს.

ცნობისთვის, ამ თვის დასაწყისში ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ახალი კანონი რუსეთს საშუალებას მისცემს ქვეყნიდან გამოსული დასავლური კომპანიების აქტივების ნაციონალიზაცია მოახდინოს.