„ნაცმოძრაობის“ ერთადერთი მიზანია დააზიანოს საქართველო ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, იმიჯისა და სანდოობის თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა და ის, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი გახლავთ ერთადერთი, რომ ნებისმიერი ფასით საქართველოს ხელისუფლება რამე პროვოკაციაში შეიყვანოს, ან როგორც მინიმუმ, დააზიანოს თავისი იმიჯისა და სანდოობის თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არის ის ფასი, რასაც საქართველოს ხელისუფლება იხდის პოლიტიკურ სტაბილურობაში, დემოკრატიაში. ჩვენ გვესმის, რომ ამაზე საჭიროა მშვიდი პასუხი, სტრატეგიული მოთმინება, ვინაიდან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ერთიანობა და საქართველო დგას უკრაინის გვერდით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.