ჯო ბაიდენი: ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა

ჯო ბაიდენი: ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა

ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა და მას აღნიშნულ პოსტზე მეორედ არჩევა მიულოცა. ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ერთიანობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

„მე შევხვდი ვლადიმერ პუტინს გასულ წელს და ნათელი იყო, რომ მისი ზრახვები ჩვენი ზრახვებისგან განსხვავდებოდა. ის ცდილობს, დაამტკიცოს, რომ დემოკრატიას 21-ე საუკუნეში ფუნქციონირება არ შეუძლია. კონსენსუსის მიღწევა რთულია და ავტოკრატიას პროცესების მართვა შეუძლია. ჩემი ამოცანა დემოკრატიის მშენებლობა და ერთობის შენარჩუნებაა. მე ამაზე არ ვხუმრობ. ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტობიდან ვამბობ, რომ პუტინს ნატოს დაშლა უნდა. ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა“, - განაცხადა ბაიდენმა.