ნატოს შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა, დაიკარგა ან დაიღუპა

ნატოს შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა, დაიკარგა ან დაიღუპა

ნატოს შეფასებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 40 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა, დაიკარგა ან დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ნატოს შეფასება იმ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც ალიანსმა უკრაინის მთავრობისგან მიიღო და რუსეთიდან მოიპოვა, მათ შორის როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური ინფორმაცია.

ნატოს შეფასებით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინულმა ძალებმა დაახლოებით 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეფასებით, უკრაინაში ომს 15 600 რუსი ჯარისკაცი შეეწირა.