ზელენსკი უკრაინელებს: ყველაფერი გააკეთეთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, ხალხის გადასარჩენად! იბრძოლეთ! გაყარეთ ეს მონები! გაყარეთ ოკუპანტები!

ზელენსკი უკრაინელებს: ყველაფერი გააკეთეთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, ხალხის გადასარჩენად! იბრძოლეთ! გაყარეთ ეს მონები! გაყარეთ ოკუპანტები!

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ დროებით დაკავებული ქალაქების მცხოვრებლებს მოუწოდებს, ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიონ.

„დიდებული უკრაინის დიდებული ხალხი! ამას შემთხვევით არ ვამბობ, რადგან მივმართავ ყველას, ვინც ჩვენს სახელმწიფოშია და მათ, ვინც საზღვარგარეთაა, ვინც თავისუფლებაზეა და ოკუპაციის ქვეშ, ვინც ყირიმშია, დონეცკში, ლუგანსკში, სადაც ასევე უნდა იბრძოლონ თავისუფლებისთვის. ყველა უკრაინელს მივმართავ. ყველაფერი გააკეთეთ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად, ხალხის გადასარჩენად. იბრძოლეთ. გაყარეთ ეს მონები! გაყარეთ ოკუპანტები, რათა უკრაინამ იცოცხლოს!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.