ბორისპოლის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

ბორისპოლის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინის ქალაქ ბორისპოლის მერმა მოსახლეობას ქალაქიდან წასვლისკენ მოუწოდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ბორისენკომ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.

„მივმართავ მშვიდობიან მოსახლეობას, გამოიჩინონ გონიერება, დაუკავშირდნენ ჩვენს ქოლ-ცენტრს და თუ შესაძლებელია, დატოვონ ქალაქი“, -აცხადებს მერი.

ბორისენკოს განმარტებით, რაც უფრო მცირეა ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობა, მით უფრო ადვილია შეიარაღებული ძალების მუშაობა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.