ჯო ბაიდენი: პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული, მან გამოიყენა ზებგერითი რაკეტა, შესაძლოა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღიც გამოიყენოს

ჯო ბაიდენი: პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული, მან გამოიყენა ზებგერითი რაკეტა, შესაძლოა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღიც გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტა გამოიყენა და განიხილავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც აშშ-ის პირველმა პირმა განმარტა, ვლადიმერ პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული.

„მას უკვე გამოუყენებია ქიმიური იარაღი წარსულში და ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს. მან იცის, რომ იქნება სერიოზული შედეგები ნატოს ერთიანი ფრონტის გამო, თუმცა საქმე იმაშია, რომ ეს რეალურია“, - განაცხადა ბაიდენმა.